ფიზიკის დეპარტამებტის სტუდენტთა სამეცნიერო წრის ორგანიზებით 29 ივნისს ჩატარდა ფიზიკის მიმართულების პირველკურსელთა კონფერენცია „რთული სამყაროს მარტივი მოდელირება“. კონფერენციაში მონაწილეობდნენ სტუდენტები: გიორგი ავალიანი, მარიამ ასლამაზიშვილი, ალექსი დოლიძე. ლუკა კეზუა,ალექსანდრე სულხანიშვილი, სალომე ძიგუა, მარიამ ხატიაშვილი, პეტრე შალამბერიძე.
კომისიის გადაწყვეტილებით პირველი ადგილი და მოდელირების სტუდენტური ლაბორატორიის პრიზი-ფულადი პრემია გადაეცა მარიამ ასლამაზიშვილს.
ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ ვაჟა ტრაპაიძემ და ასოცირებულმა პროფესორმა ოლეგ ხარშილაძემ მიულოცეს სტუდენტებს წარმატება და მათ გადასცეს კონფერენციაში მონაწილეობის სერთიფიკატები და უნივერსიტეტის სამახსოვრო საჩუქრები.